Western Union-ის „გაგზავნე სიყვარული სახლში და დასაჩუქრდი დაუყოვნებლივ’’

მომხმარებელთა ერთგულების კამპანია

ოფიციალური რეგლამენტი

  კამპანიის პერიოდი: 1 ტალღა: 25 დეკემბერი 2018 - 25 მარტი 2019.  2 ტალღა: 15 აპრილი 2019 - 15 ივლისი 2019.

ტრანზაქციების განხორციელების პერიოდი: 1 ტალღა: 25 დეკემბერი 2018 – 25 თებერვალი 2019.  2 ტალღა: 15 აპრილი 2019 - 15 ივნისი 2019.

 

ნაწილი1. ოფიციალური რეგლამენტი და კამპანიის ორგანიზატორი

Western Union-ის 2018/2019 წლის კამპანიის „გაგზავნე სიყვარული სახლში და დასაჩუქრდი დაუყოვნებლივ’’ (შემდგომში წოდებული, როგორც ,,კამპანია’’) ორგანიზებულია THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს მიერ (შემდგომში წოდებული, როგორც ორგანიზატორი’’), რომლის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23, სამუშაო საათები 09:30-18:00, თბილისი, 0162, საქართველო, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრით 204570026, რომელიც წარმოდგენილია კომპანიის ფილიალის დირექტორის, კრისტინა ბარბაიანის სახით.

პრომო კამპანიის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ამ რეგლამენტის შესაბამისად და ეს მოთხოვნები საბოლოო და სავალდებულოა ყველა მონაწილესათვის.

ოფიციალური რეგლამენტი საჯარო დოკუმენტია და ემორჩილება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. რეგლამენტი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, ყველა მონაწილესათვის THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:30-18:00, თბილისი, 0162, საქართველო ან ორგანიზატორი კომპანიის პარტნიორი ბანკის ფილიალებში.
ორგანიზატორი კომპანია არ იღებს ვალდებულებას იმ შემთხვევებზე, როდესაც აქციის მონაწილე არ გაეცნო პრომო კამპანიის პირობებს, რომელიც გამოქვეყნდება Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia  და  ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge .

კამპანია „გაგზავნე სიყვარული სახლში და დასაჩუქრდი დაუყოვნებლივ’’ არის რაიმე სახით დაფინანსებული, მართული, ორგანიზებული ან წახალისებული Facebook-ის მიერ ან Facebook-თან თანამშრომლობით. ამ კამპანიის ოფიციალური რეგლამენტი სავალდებულოა ყველა დაინტერესებული მხარისათვის. თითოეული მონაწილე ამგვარად თანახმაა, წაიკითხოს და დაეთანხმოს ოფიციალურ რეგლამენტს.

ნაწილი 2. კამპანიის ჩატარების ადგილი

კამპანია ჩატარდება საქართველოს ტერიტორიაზე, პარტნიორი ბანკების ფილიალებში, რაც მითითებული იქნება პრომო მასალაში, რეგლამენტით დადგენილი წესების მიხედვით, Facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/MoneyTransferGeorgia  და ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge .

ასევე კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის თქვენ შეგიძლიათ წერილობით მიმართოთ THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს მისამართზე:, ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23, სამუშაო საათები 09:30-18:00, თბილისი, 0162, საქართველო.             

აქციის პარტნიორი ბანკები: საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, თი ბი სი ბანკი, და ვითიბი ბანკი.

ნაწილი 3. კამპანიის პერიოდი

ფულადი გზავნილების ყველაზე აქტუალური პერიოდების გათვალისწინებით პრომო კამპანია დაიყოფა 2 ტალღად: პირველი ტალღა დაიწყება 2018 წლის 25 დეკემბერს და გაგრძელდება 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით, ხოლო მეორე ტალღა დაიწყება 2019 წლის 15 აპრილს და გაგრძელდება 15 ივლისის ჩათვლით. ტრანზაქციების განხორციელების პერიოდია: პირველი ტალღა: 2018 წლის 25 დეკემბერიდან - 2019 წლის 25 თებერვალის ჩათვლით ხოლო მეორე ტალღა 2019 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

კამპანიაში მონაწილეობას მიიღბს ყველა ის პირი, რომელიც ისარგებლებს Western Union-ის ფულადი გზავნილით პრომო კამპანიის პერიოდში (თანხის მიღება/გაგზავნა). პრიზების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს, პირადობის მოწმობის, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:30-18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

 

ნაწილი 4. კამპანიაში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობები

Western Union-ის კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ ნებისმიერ პირს, რომლებიც ითვლებიან სრულწლოვნებად (18 წელი და/ან მეტი) და ეთანხმებიან პრომო კამპანიის ოფიციალური რეგლამენტის პირობებს. კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც კამპანიის პერიოდში, ისარგებლებს Western Union-ის ფულადი გზავნილით მინიმუმ ერთხელ მაინც (თანხის მიღება/გაგზავნა).

გამარჯვებული კლიენტები გამოვლინდებიან შემდეგი პრინციპის მიხედვით: კლიენტებმა რომლებმაც კამპანიის პერიოდში ისარგებლეს Western Union-ის ფულადი გზავნილით (თანხის მიღება/გაგზავნა) და დააგროვეს ყველზე მეტი განხორციელებული ტრანზაქცია (გზავნილი) გახდებიან გამარჯვებულები.

გამარჯვებულები კლიენტების ვინაობის დადგენა მოხდება ყოველთვიურად, კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტი Western Union-ით განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით.

Western Union-ის კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ორგანიზატორი კომპანიის თანამშრომლები. ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, კამპანიიდან გამოთიშოს ის მონაწილე, რომელიც არ დაემორჩილება პრომო კამპანიის რეგლამენტით დადგენილ წესებს და/ან იწვევს გაყალბების ეჭვს.

 

ნაწილი 5. როგორ ჩავერთოთ კამპანიაში/კამპანიის მექანიზმი

კამპანია ხორციელდება ექსკლუზიურად პარტნიორი ბანკების ფილიალებში, ყველა ის კლიენტი რომელიც ისარგებლებს პრომო კამპანიის განმავლობაში Western Union-ის ფულადი გზავნილით(თანხის მიღება/გაგზავნა) უნდა დარეგისტრირდეს პრომო კაპმანიაში რათა მიეცეს შანსი გახდეს გამარჯვებული კლიენტი, მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ კამპანიაში პრომო კოდის მეშვეობით, რომელსაც მიიღებენ ოპერატორის მიერ პრომო კუპონის სახით, და გააგზავნიან SMS -ით კოდს ორგანიზატორის სერვერზე. ოპერატორი კლიენტს (სრულიად უფასოდ) ადგილზე გადასცემს ერთჯერად პრომო კუპონს სადაც სპეციალური საფარის ქვეშ მოთავსებული იქნება სპეციალური პრომო კოდი, კლიენტი რომელიც გაგზავნის აღნიშნულ კოდს ორგანიზატორი კომპანიის კუთვნილ ნომერზე: 90115 ავტომატურად დარეგისტრირდება აქციაში. თითოეული გამოგზავნილი SMS-ი ნებისმიერი ქსელიდან იქნება სრულიად უფასო მთელი კამპანიის პერიოდში.
პრომო კუპონზე მითითებული იქნება აქციის პერიოდი, ნომერი რა ნომერზეც კლინტმა უნდა გააგზავნოს პრომო კოდი, ცხელი ხაზის ნომერი რეიტინგის გასაგებად და ორგანიზატორი კომპანიის საკონტაქტო
მონაცემები, ასევე გამარჯვებულების გამოვლენის თარიღები. ყოველი შემდგომი გზავნილის განხორციელებისას კლიენტი ყოველ ჯერზე მიიღებს ახალ პრომო კუპონს (სრულიად უფასოდ) რომელიც უნდა დაარეგისტრიროს პრომო კამპანიაში, კლიენტი რომელიც განახორციელებს რაც შეიძლება ბევრ ტრანზაქციას და გააგზავნის პრომო კოდს ორგანიზატორის სერვერზე ავტომატურად გახდება გამარჯვებული. კამპანიაში დარეგისტრირება შესაძლებელია ასევე ონლაინ, Facebook-ის გვერდზე "moneytransferGeorgia" რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia  და  ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge . 

ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭიროა:

1) Facebook-ის  გვერდი ან ინტერნეტთან წვდომა;

2) სარეგისტრაციო აპლიკაცია ხელმისაწვდომია Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia  და  ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge

3) აპლიკაციაში უნდა ჩაიწეროს შემდეგი ინფორმაცია: გვარი, სახელი (ეს მონაცემები უნდა ემთხვეოდეს პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემებს), ელ. ფოსტის მისამართი, მოქმედი ტელეფონის ნომერი;.

4)  კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად უნდა დაეთანხმოთ რეგლამენტით გაწერილ წესებსა და პირობებს.

მონაწილეებმა ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ მიღებული ქვითარი უნდა შეინახონ კამპანიის პერიოდის დასრულებამდე. ქვითარი დაადასტურებს საბოლოოდ გამარჯვებულის სტატუსს პოტენციური გამარჯვებულების სიიდან. ქვითრის საფუძველზე ისინი მიიღებენ პრიზებს.

იმ შემთხვევაში თუ პოტენციურ გამარჯვებულს არ ექნება შენახული ქვითრები, გამარჯვებულის სტატუსის შესანარჩუნებლად მან უნდა მიმართოს ბანკს, სადაც განახორციელა კამპანიის განმავლობაში გზავნილები(თანხის მიღება/გაგზავნა) და მოითხოვოს ამონაწერი, რომელიც უნდა წარუდგინოს კამპანიის ორგანიზატორ კომპანიას.ორგანიზატორი გამარჯვებულებს გამოავლენს ტელეფონის ნომრებზე დაყრდნობით.

გამარჯვებული კლიენტების ვინაობის დადგენა მოხდება კამპანიის პერიოდში ,განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით, რაც უფრო მეტი გზავნილი აქვს კლიენტს განხორციელებული მით უფრო მეტი შანსი აქვს გახდეს გამარჯვებული. კლიენტი რომელიც ერთხელ უკვე გახდება გამარჯვებული კამპანიის პერიოდში გზავნილები გაუნოლდება და მისი გზავნილები აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო გამარჯვებულების გამოვლენაში, ხოლო ყველა სხვა დარეგისტრირებული გზავნილი ავტომატურად გააგრძებს კამპანიაში მონაწილეობის მიღებას.იმ შემთხვევაში თუ ერთხელ უკვე გამარჯვებული კლიენტი კვლავ მოინდომებს გახდეს გამარჯვებული მას შეუძლია ხელახლა ჩაერთოს კამპანიაში და დააგროვოს იმ დროისათვის გამარჯვებისთვის საჭირო გზავნილების რაოდენობა.

Western Union-ის კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ორგანიზატორი კომპანიის თანამშრომლები.ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, კამპანიიდან გამოთიშოს ის მონაწილე, რომელიც არ დაემორჩილება კამპანიის რეგლამენტით დადგენილ წესებს და/ან იწვევს გაყალბების ეჭვს.

     ნაწილი 6. გამარჯვებულის გამოვლენა

კამპანიის ფარგლებში, სულ გამოვლინდება ორივე ტალღის გათვალისწინებით 20 გამარჯვებული, 10 გამარჯვებული პირველი ტალღის გათვალისწინებით და მომდენვო 10 მეორე ტალღის გათვალისწინებით.

აქციის პერიოდში, თვეში ერთხელ, ქვემოთ მოყვანილი გრაფიკის მიხედვით, გამოვლინდება 5 დიდი პრიზის მფლობელი კლიენტი . პრიზების მფლობელი გამარჯვებული კლიენტების ვინაობის დადგენა მოხდება კამპანიის პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით შეჯიბრებითობის პრინციპით.

ორგანიზატორი კომპანია გამოავლენს გამარჯვებულებს ქვემოთ მოყვანილი განრიგის მიხედვით:

პირველი ტალღა:

  1. 28 იანვარი 2019 (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით და დარეგისტრირდა კამპანიაში).
  2. 26 თებერვალი 2019 (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 25 თებერვლის ჩათვლით და დარეგისტრირდა კამპანიაში).

მეორე ტალღა:

  1. 16 მაისი 2019 (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2019 წლის 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით და დარეგისტრირდა კამპანიაში).
  2. 17 ივნისი 2019 (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2019 წლის 15 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით და დარეგისტრირდა კამპანიაში).

იმ შემთხვევაში თუ კლიენტებმა პრომო კამპანიის გამვალობაში დააგროვეს გზავნილების ერთნაირი რაოდენობა გამარჯვებულები გამოვლინდებიან ერთჯერადად გაგზავნილი თანხის ოდენობის მიხედვით.
ყოველ დღე განახლებული იქნება ინფორმაცია რეიტინგის შესახებ ტურისტული ვაუჩერის პოტენციური მფლობელი კლიენტებისა. რეიტინგი პრომო კამპანიის მონაწილეებს შეუძლიათ ნახონ Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia  და  ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge ან დარეკონ აქციის ორგანიზატორი კომპანიის ცხელ ხაზზე, რათა მათთვის წინასწარვე იყოს ცნობილი, რამდენად აქვს ამა თუ იმ აქციის მონაწილეს გამარჯვების შანსი. ცხელი ხაზის ნომერია(+995 32) 223 46 23.

ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, გათამაშებიდან გამოთიშოს ის მონაწილე ან უკვე გამოვლენილი გამარჯვებული, იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება გაყალბების ეჭვი.

 

ნაწილი 7.  პრიზები

სულ ორივე ტალღის განმავლობაში გამოვლინდება 10 020 გამარჯვებული კლიენტი აქედან 20 ადამიანი დასაჩუქრდება ტურისტული ვაუჩერით ხოლო 10 000 კლიენტი გახდება გარანტირებული პრიზის მფლობელი. ტურისტული ვაუჩერების მფლობელი კლიენტების გამოვლენა მოხდება ოთხ ეტაპად, აქციის პერიოდში, მე-6 ნაწილში აღნიშნული ცხრილის მიხედვით, ხოლო გარანტირებული პრიზებით კი კლიენტები დასაჩუქრდებიან საქართველოდან განხორციელებული (300 აშშ დოლარიდან და მეტი) გზავნილის შემთხვევაში ადგილზე ბანკის ოპერატორის მიერ.

გარანტირებული პრიზები კლიენტებისათვის რომლებიც გაგზავნიან თანხას Western Union-ის ფულადი გზავნილით პრომო კამპანიის პერიოდში 300 აშშ დოლარიდან და მეტი დაჯილდოვდებიან ადგილზე ბანკში ოპერატორის მიერ პირველი 10 000 კლიენტი ორივე ტალღის გათვალისწინებით: პირველი ტალღის განმავლობაში გამოვლინდება 5 000 გარანტირებული პრიზის მფლობელი კლიენტი.

  • სულ ორივე ტალღის განმავლობაში 10 000 გარანტირებული პრიზი - WU-ის ბრენდირებული ნივთები (ქუდი, ხელთათმანი, სათვალე , შარფი) თითოეული 4$-ის ღირებულების 2018 წლის 19

    ნოემბრის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით - 2.6727. გარანტირებული პრიზების ღირებულება - 106908ლარი (დღგ-ს გარეშე).

დიდი პრიზის გამარჯვებული კლიენტები გამოვლინდებიან შემდეგი პრინციპით:

კლიენტები რომლებიც კამაპნიის პერიოდში ისარგებლებენ Western Union-ის ფულადი გზავნილით (თანხის მიღება/გაგზავნა)და დააგროვებენ ყველაზე მეტ ტრანზაქციას ავტომატურად გახდებიან გამარჯვებულები .

  • 20 დიდი პრიზი - 500$ ღირებულების ტურისტული ვაუჩერი
    გამარჯვებულ კლიენტს გადაეცემა 500$ (ექვივალენტი ლარში) ტურისტული ვაუჩერი რითაც საშუალება ექნება გამოიყენოს თავის სურვილისამებრ და იმოგზაუროს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

  • პრიზის მფლობელი გამარჯვებულების ვინაობის დადგენა მოხდება ყოველთვიურად კამპანიის პერიოდში განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით ყოველ თვე მოხდება 5 დიდი პრიზის მფლობელი კლიენტის გამოვლენა რიგითობის მიხედვით პირველი 5 ყველაზე მეტი გზავნილების მქონე კლიენტი დასაჩუქრდება -ტურისტული ვაუჩერით.

პრიზების სრული ღირებულება შეადგენს 133635 ლარს (დღგ-ს გარეშე).

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული უარს აცხადებს პრიზების მიღებაზე, პრიზის ჩანაცვლება სხვა პრიზით ან საგნით არ მოხდება.

არცერთ ვითარებაში არ არის დასაშვები უფრო მეტი რაოდენობის პრიზის გაცემა, ვიდრე ეს მითითებულია ოფიციალურ რეგლამენტში.

პრიზების საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 157689,ლარსა და 03 თეთრს.

 

ნაწილი 8. გამარჯვებულის ვალიდაცია/გამოვლენა

გამარჯვებული კლიენტების გამოვლენა მოხდება შეჯიბრებითობის პრინციპით. ორგანიზატორი კომპანია კამპანიის ფარგლებში დაჯილდოვებს სულ 20 გამარჯვებულს, გამარჯვებულები გამოვლინდებიან ოთხ ეტაპად. კამპანიის დაწყებიდან მე-6 პუნქტში გაწერილი გრაფიკის მიხედვით.

პრიზის მფლობელი გამარჯვებულების ვინაობის დადგენა მოხდება ყოველთვიურად კამპანიის პერიოდში განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით. ყოველ თვე მოხდება 5 გამარჯვებული კლიენტების გამოვლენა რიგითობის მიხედვით პირველი 5 ყველაზე ბევრი გზავნილების მქონე კლიენტი დასაჩუქრდება ტურისტული ვაუჩერით.

ყოველ ეტაპზე გამარჯვებული კლიენტის გამოვლენისას, მოხდება სარეზერვო სიის შედგენა, სადაც აღირიცხება ყოველ 5 ძირითად გამარჯვებულზე 3 სარეზერვო კლიენტის მონაცემი.

გარანტირებული პრიზები ერთგული მომხმარებლებისათვის და მათი გადაცემის მექანიზმი:

 

  • 10 000 გარანტირებული პრიზი - ორივე ტალღის გათვალისწინებით WU-ის ბრენდირებული ნივთები (ქუდი, ხელთათმანი, სათვალე, კაშნე)

 

კლიენტებისათვის, რომლებმაც კამპანიის პერიოდში განახორციელეს Western Union-ის ფულადი გადარიცხვა/თანხის გაგზავნა (300 აშშ დოლარიდან და მეტი) კლიენტები დასაჩუქრდებიან გზავნილის განხორციელებისას ადგილზე ოპერატორის მიერ ბანკში.

თუ რომელიმე გამარჯვებულთან ვერ მოხერხდება დაკავშირება, აღნიშნული გამარჯვებული ნომერი გაუქმდება და მოხდება სარეზერვო სიის გამოყენება რიგითობის მიხედვით. გათამაშებული პრიზების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს, პირადობის მოწმობის, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა. გამარჯვებულთა ინფორმირება მოხდება გამარჯვებულების გამოვლენიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:00- 18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

დაჯილდოვება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გამარჯვებული წარმოადგენს გადარიცხვის ქვითარს ან ამონაწერს ბანკიდან და პირადობის დამადასტურებელ რაიმე საბუთს. თუ გამარჯვებული არ იმყოფება ქვეყანაში ან რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს გამოცხადებას კუთვნილი პრიზის მისაღებად, პრიზი გადაეცემა მისი პირველი რიგის ნათესავებს ან მეუღლეს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და მინდობილობის წარდგენის შემდეგ.

იმისათვის, რომ მოხდეს გამარჯვებულის საბოლოო ვალიდაცია, პოტენციურმა გამარჯებულმა უნდა:

- მიაწოდოს აქციის ორგანიზატორ კომაპნიას THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს მიერ (შემდგომში წოდებული, როგორც ორგანიზატორი’’), რომლის სათავო ოფისში მდობარეობს თბილისში, ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23, სამუშაო საათები 09:30 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო, Western Unon-ის ფულადი გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო ასლი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლთან ერთად. გამარჯვებულის დასადასტურებლად, სარეგისტრაციო აპლიკაციაში შეყვანილი მონაცემები უნდა ემთხვეოდეს ქვითარზე არსებულ ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული კამპანიაში ჩაერთო ერთზე მეტი განხორციელებული გზავნილით , იგი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა გადარიცხული დოკუმენტის ქსერო ასლი.

თუ გამოვლენილი გამარჯვებული ვერ წარმოადგენს იმ ფულადი გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლითაც ჩაერთო გათამაშებაში, მას ჩამოერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და ის მიენიჭება პირველს რეზერვში.

თუ მონაწილესთან, რომელიც გამოცხადდება პოტენციურ გამარჯვებულად, ვერ მოხერხდება დაკავშირება ან ორგანიზატორი არ მიიღებს საჭირო მონაცემებს პრიზის ვალიდაციისათვის, მას ჩამოერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და ის მიენიჭება პირველს რეზერვში.

თუ გამარჯვებულისა და რეზერვის ვალიდაცია არ ხერხდება პრიზის გაცემა არ მოხდება და პრიზი დარჩება ორგანიზატორის კუთვნილებაში.

 

ნაწილი 9.გამრჯვებულების ინფორმირება

გამარჯვებულის სახელები გამოქვეყბდება "moneytransferGeorgia"Facebook-ის ვებ-გვერდზე ათი სამუშაო დღის განმავლობაში, საბოლოო გამარჯვებულების ვალიდაციის შემდეგ 6 მუხლში მოხსენიებული განრიგის მიხედვით.

ნაწილი 10. შეზღუდული პასუხისმგებლობა

კამპანიის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ განხორციელებული/დარეგისტრირებული ტრანზაქციები არ ჩაითვლება. ორგანიზატორი კომპანია არ იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ელექტრონული მონაცემების დაკარგვის, მოპარვის, დაგვიანების, არასრული შევსების, არასწორად შევსების, შეცდომებზე, გამოჩენებზე, წყვეტაზე, დეფექტზე, ჩავარდნაზე, ტექნიკურად გაუმართაობაზე ან რაიმე სხვა ინტერნეტის მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. რეგისტრაცია, რომელიც არ ეკუთვნის Western Union-ს ასევე არ ჩაითვლება. ასევე, ორგანიზატორი არ აიღებს ვალდებულებას თუ მოხდება კამპანიის სარეგისტრაციო აპლიკაციის გათიშვა Facebook-ის ტექნიკური პრობლემების გამო. ამ შემთხვევაში, კამპანია შეწყდება პრობლემის მოგვარებამდე.

Western Union Ltd და ორგანიზატორი არ არიან პასუხისმგებელნი იმ სიტუაციაზე, როცა ერთზე მეტი ადამიანი აცხადებს პრეტენზიას ერთი და იმავე ანგარიშზე ან ელექტრონულ მისამართზე კამპანიაში მონაწილეობისათვის; პრიზი გადაეცემა მონაწილეს, რომელიც განაცხადებს საკონტაქტო ინფორმაციას და გამოაგზავნის პირადობის მოწმობის ასლს, რომლის მონაცემებიც ემთხვევა მანამდე განცხადებულ ინფორმაციას.

 

ნაწილი 11. მონაცემების დაცულობა

კამპანიაში ჩართვით, ყველა მონაწილე ეთანხმება ოფიციალურ რეგლამენტს და თანახმაა, რომ მისი პირადი მონაცემი შევიდეს ორგანიზატორი კომპანიის მონაცემთა ბაზაში იმისათვის, რომ მოხდეს გამარჯვებულების ვინაობის დადგენა და პრიზების გადაცემა.

ორგანიზატორი კომპანია ვალდებულებას იღებს დაიცვას ყველა მონაწილის პირადი ინფორმაცია. გამარჯვებულის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში ორგანიზატორი ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას. ამ უფლებით სარგებლობისთვის, მონაწილემ წერილობით უნდა მინართოს THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:00-18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

კამპანიის პერიოდში შეგროვებული პირადი ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე მხარეს, გარდა კამპანიაში ჩართული პარტნიორებისა და იმ შემთხვევებისა, როცა ორგანიზატორი კომპანია ვალდებულია შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა. ორგანიზატორ კომპანიას შესაძლოა დასჭირდეს მონაწილეების/გამარჯვებულების თანხმობა, მათი გვარის, სახელის, საცხოვრებელი ადგილისა და ფოტოს გამოქვეყნებისათვის სხვადასხვა ბეჭდურ, აუდიო, ვიდეო მასალისთვის ან Western Union-ის მარკეტინგული მიზნებისათვის. თანხმობის დასაფიქსირებლად მონაწილეები/გამარჯვებულები ხელს მოაწერენ დეკლარაციას. THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA გამოიყენებს მონაწილეების მიერ მიწოდებულ პირად ინფორმაციას მხოლოდ ამ კამპანიის ფარგლებში.

 

ნაწილი12. რისკების შემცირება

დავა ორგანიზატორსა და მონაწილეებს შორის უნდა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმებით. თუ ეს შეუძებელია, მხარეებმა უნდა მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს. კამპანიასთან დაკავშირებული საჩივრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისი, ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:00 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

ორგანიზატორ კომპანიას აქვს უფლება მიიღოს საჭირო ზომები გაყალბებისგან თავის დასაცავად ან სხვა მსგავსი მცდელობების წინააღმდეგ იმისთვის, რომ დაიცვას კამპანიის იმიჯი ან ხარჯები.

ორგანიზატორ კომპანიას აქვს უფლება, რომ არსებული მტკიცებულების საფუძველზე დაიწყოს სასამართლო პროცესი იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება გავლენა მოახდინოს ან გაყალბებას შეუწყოს ხელი პრიზების გაცემის პროცესში.

 

ნაწილი 13. კამპანიის გაუქმება

ფორს მაჟორი ნიშნავს გარემოებებს, რომლებსაც ორგანიზატორი ვერ გააკონტროლებს, გამოასწორებს ან ვერ აიცილებს თავიდან. ამგვარმა გარემოებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზატორს საკუთარი ვალდებულებების განხორციელებაში.

თუ ფორს მაჟორის დადგომა ნაწილობრივ ან სრულად შეუშლის ხელს კამპანიას, ორგანიზატორი თავისუფლდება ვალდებულებებისაგან ამ პერიოდში. თუ ორგანიზატორი კომპანიაა ფორს მაჟორზე პასუხისმგებელი, მას აქვს ვალდებულება გააფრთხილოს ყველა მონაწილე ფორს მაჟორის შესახებ, ფორს მაჟორის დადგომამდე 30 სამუშაო დღის მანძილზე.

ნაწილი14. კამპანიის ოფიციალური რეგლამენტი

დამატებითი ინფორმაცია ისევე, როგორც ოფიციალური რეგლამენტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესათვის Facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/moneytransferGeorgia. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე : (+995 32) 223 46 23 ან მოგვწეროთ მისამართზე: THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისი, ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:00-18:00, თბილისი, 0162, საქართველო.